ახალი ამბები

თელავში მეწარმე ქალებისთვის ორ თვიანი ტრენინგები იწყება

პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონის მასშტაბით, შეირჩევა 20 მეწარმე ქალი, რომელთაც 2 თვის მანძილზე ჩაუტრდებათ ინტენსიური ტრენინგები ბიზნესის დაგეგმარების, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისა და მარკეტინგის (გაყიდვების) მიმართულებით. 

“ეს არის ტრენინგ პროგრამა მეწარმე ქალებისთვის და ველოდებით მათ აქტიურ ჩართულობას. ჩევნი მიზანია, რომ დავეხმაროთ, რათა გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი. მეწარმეებს მარკეტინგის მიმართულებით ჩაუტარდებათ ტრენინგები. პროგრამაში ჩართვისათვის აპლიკანტი უნდა აწარმოებდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ჰქონდეს სურვილი, მიიღოს პროგრამით შეთავაზებული ცოდნა და იმუშაოს აგრო ბიზნესში ჩართულ სხვა ქალებთან ერთად“, – განუცხადა Knews.ge–ს „მედია ცენტრი კახეთის“ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ, სარა დიჩმა. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგენენ თავიანთ ბიზნეს გეგმებს.

ტრენინგ პროგრამა 2018 წლის თებერვალში დაიწყება და მარტში დასრულდება. პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელია, მონაწილეები დაესწრნენ ყველა ტრენინგსა და ფინალურ შეხვედრას. ტრენინგ-პროგრამა უფასოა და სრულად ფარავს მონაწილეთა კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. დეტალურ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია “ფეისბუქის” გვერდიდან: Women Farmers Club.

ანკეტის ფორმის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის ასისტენტს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 574 1383 10 ან მოგვწერეთ mediacenter@gmail.com

 

იხილეთ აპლიკაციის ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScpDlu6XzNEGdPtrxwoc-W_oiQlh54T5wjhV_OJXgxN2u3jrg/viewform?fbzx=4696871026381550000