ახალი ამბები

ახმეტაში, სარწყავ არხში 40 წლის მამაკაცს ეძებენ

ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ინტენსიური სამძერო სამუშაოების მიუხედავად, დაკარგულის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. 

“მამუკა ძებნიაური სარწყავი არხის მიმდებარედ ცხოვრობდა. ოჯახმა მოითხოვა არხში მისი მოძებნა. მყვინთავებმა და მაშველებმა დაახლოებით სამი კილომეტრი დაათვალიერეს, მაგრამ მის კვლას ვერ მიაგნეს. დარწმუნებითაც ვერ ვიტყვით, რომ არხში ჩავარდა. ჯერჯერობით ეს მისი გაუჩინარები ერთადერთი ვერსიაა. სხვა ვერსია არ გვაქვს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არინ მაშველები, მყვინთავები, ადგილობრივები და ახმეტის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები”, – განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 

„გუშინ ღამე, საკმარისი ხილვადობის არარსებობის გამო, შეწყდა სამძებრო სამუშაოები, მაგრამ დღეს დილით განახლდა. წყალში ძებნის ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად თბილისიდან ჩასული მყვინთავების ჯგუფიც მონაწილეობს“, – განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.