ლაგოდეხში ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში მცხოვრებმა თ.ვ.-მ მეუღლე მ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – განუცხადეს knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.