ზემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია დაწესებულების პირველ სართულს ჩაუტარდა.
“პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა და თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვა”-განუცხადა knews.ge – ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
მისივე განცხადებით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000-მდე ლარი დაიხარჯა. ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას 64 აღსაზრდელი მიიღებს, 22 იანვარს გაიხსნება.