გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა.
,,გუშინ მთელი დღის განმავლობაში და ღამე გადაუღებლად თოვდა. ინტენსიურად იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი. ჩვენი რჩევაა, რომ მძღოლებმა იმოძრაონ ზამთრის საბურავებით და დაიცვან უსაფრთხოების წესები”, – აცხადებენ დეპარტამენტში.
შეგახსნებეთ, რომ ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები გუშინ გვიან საღამოს დაწესდა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.