ევროკავშირი დედოფლისწყაროში საგრანტო კონკურსს აცხადებს
გრანტისთვის ჯამში 375.000 ევროა გამოყოფილი და მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სოფლის განვითარების პროექტის ENPARD II – ის ფარგლებში. საგრანტო კონკურსი მოიცავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს.
„საგრანტო კონკურსის მიზანია იმ პროექტების დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრების დონისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში შემავალი პრიორიტეტებისა და მიზნების გათვალისწინებით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ასოციაციებს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, დედოფლისწყაროს ადგილობრივი თემის არაფორმალურ ჯგუფებს და მათ უწყებებს შორის შექმნილი კოოპერატივებს, რეგისტრირებულ კოოპერატივებს (სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო), იურიდიულ პირებს (მაგ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები), ინდივიდუალური პირებსა და სტარტაპერებს. საგრანტო კონკურსში მისაღები იქნება ყველა იმ პროექტის კონცეფცია, რომელიც განხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. პროექტიდან მიღებული უშუალო სარგებელი მიმართული უნდა იყოს დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზნების განხორციელებისაკენ“, – განაცხადეს HEKS-EPER საქართველოში.