მოსახლეობის აზრით, ახალი ადგილობრივი ხელისუფლება ისე იმუშავებს, როგორც წინა
გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ახალი არჩეული ადგილობრივი მთავრობა ისეთივე იქნება, ხოლო 34% ფიქრობს, რომ ის უკეთესად იმუშავებს.
,,კითხვაზე “როგორ გაართმევს ახალი ადგილობრივი მთავრობა თავს შემდეგ საკითხებს”, გამოკითხულთა 47% -ის აზრით, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივი მთავრობის მუშაობა არ გაუმჯობესდება. აღნიშნულ საკითხზე გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ მერია და საკრებულო კარგად იმუშავებს. რაც შეეხება ქუჩების ინფრასტრუქტურას, მის მოწყობას და გაუმჯობესებას, 24% აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიმარტულებით აქტიურად იმუშავებს, 52% კი ფიქრობს, რომ სიტუაცია არ შეცვლება. პარკების და გამწვანების საკითხზე გამოკითხულთა 49% თვლის, რომ ახალი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა არ გაუმჯობესდება, 26%–ის აზრით, ახალი მერია და საკრებულო ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას და მასთან დაკავშიებული საკითხების მოწესრიგებას, ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ არაფერი შეიცვლება’’,– განაცხადეს NDI-ის წამომადგენლბმა.
ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ახლადარჩეულმა ადგილობრივმა მთავრობამ უპირველეს ყოვლისა უნდა მოაგვაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის და სოფლებში დაზიანებული გზების პრობლემები.
,,ყველაზე დიდი პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა. არის სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც დადიან, მაგრამ სოფლებში არ მოდიან და დასახლების თავში მცხოვრები მოსახლეობა ფეხით გადის კილომეტრებს სახლამდე მისასვლელად. გარდა ამისა, პრობლემურია ჩვენთვის სოფლებში დაზიანებული გზები. ადრე აკეთებდნენ, მაგრამ უხარისხოდ და მალე ზიანდება. გვინდა, რომ ეს და სხვა პრობლემები მალე მოგვარდეს. იმედი არ გვაქვს, რომ ახალი ადგილობრივი თვითმმართველობა უკეთესად იმუშავებს, რადგან რამდენჯერმე შეიცვალა და არაფერი გაკეთებულა’’,– განუცხადა KNEWS.GE-ს გურჯაანში მცხოვრებმა ლიანა მამნიაშვილმა.