ახალი ამბები

თოვლისგან გზების გასაწმენდად გურჯაანის მერიამ ტექნიკური მარილი შეიძინა

ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიამ 10 000 ლარი გამოყო.

,,ჩვენ მზად ვართ ზათრის სეზონისთვის. 10 ტონა ტექნიკური მარილი და 20 ტონა ქვიშა შევიძინეთ. ზამთრის პერიოდში ჩვენთან ყველაზე პრობლემური სოფლებია ზიარი და ჭერემი. დიდთოვლობის შემთხვევაში გაიწმინდება როგორც ქალაქის, ასევე სოფლების გზები. გვაქვს თვითმცლელი მანქანაც, რომლის დახმარებითაც ქვიშა და მარილი დაიყრება”, – განუცხადა knews.ge-ს ინფრასტრუქტურის

განყოფილების უფროსმა, თიმურაზ ბაჩუკაშვილმა.