ახალი ამბები

დედოფლისწყაროს მერია არასამთავრობოებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავს

მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის თქმით, უწყება მესამე სექტორტან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელებას აპირებს. 
,,ვგეგმავთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ თამანშრომლობას. ამ კუთხით ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყო თანხა. ვაპირებთ არასამთავრობო სექტორთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას თანადაფინანსების სახით, რომელიც მიმართული იქნება სოფლების გაძლიერებაზე, მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებაზე, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასა და დასაქმებაზე. 2018 წლის ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯება’’, – განუცხადა Knews.ge-ს მალხაზ მერაბიშვილმა.