ახალი ამბები

წნორში ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი გაიხსნა

,,ჰეფი-ლენდში” საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს. გასართობი ცენტრი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 10 000 ლარით დაფინანსდა. 
,,გასართობ ცენტრში განთავსებულია სათამაშო, სასცენო და კვების სივრცეები, ორმოცდაათ ბავშვზეა გათვლილი.
,,ჰეფი-ლენდი” მომხმარებლებს სხვადასხვა პროგრამას, დახურულ წვეულებებს (12 წლიდან), საათობრივ გასართობს და ზღაპრის გმირების წარმოდგენებს სთავაზობს. ცენტრს, ასევე, აქვს ბინაზე გამოძახების სერვისიც”, – განუცხადა knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა.