უჯარმის ციხეზე სახელმწიფო დროშა აღმართეს
,,პრეზიდენტის ინიციატივით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. გიორგი მარგველაშვილი რეგიონებში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება სახელმწიფო დროში აღმართვის ცერემონიალს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
ხუთჯვრიანი დროშის აღმართვის ღონისძიებას პრეზიდენტი უკვე დაესწრო უჯარმის ციხეზე. კახეთში სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს. აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა წელს პირველად მიიღეს მონაწილება ღონისძიებაში.