გურჯაანსა და საგარეჯოში მიწების აზომვის სამუშაოები დასრულდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში აიზომა 3858 მიწის ნაკვეთი, რომლებიც 225 სარეგისტრაციო ბლოკშია განთავსებული. პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო სარეგისტრაციო პროცესი იანვრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ გამარტივებული წესით ისრგებლონ და უფასოდ დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები.