პანკისში სასულიერო პირები ჩავიდნენ
მესამე სექტორი დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს.
,,ჩვენი ერთ–ერთი მოთხოვნაა, სახელმწიფომ დაადგინოს სიმართლე და ჩაატაროს ეფექტური გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე. მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ჯერ ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული, ვიდეომასალის გავრცელებით სახელმწიფო საჯაროდ ცდილობს მისი ბრალეულობის მტკიცებასა და დისკრედიტაციას”, – განუცხადა knews.ge-ს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ. მაჩალიკაშვილების ოჯახს სამძმარი გამოუცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმაც.
,,მინდა, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში თავიანთი დამოკიდებულებით არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხი. სამწუხაროა, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშილი ვერ გადარჩა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მე მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.