თემირლან მაჩალიკაშვილს ხვალ დაკრძალავენ
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან თემირლან მაჩალიკაშვილს ოჯახი საკუთარი სახსრებით დღესვე გადაასვენებს. გარდაცვლილს ხვალ დაკრძალავენ.
„თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დილის 6 საათზე გაუარესდა. როგორც ექიმებისგან მივიღე ინფორმაცია, მაჩალიკაშვილის გარდაცვალება მოსალოდნელი იყო, თუმცა ჩვენ მრავალი კითხვა გვაქვს“, – განუცხადა knews.ge–ს ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 2 კვირის განმავლობაში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.