ახალი ამბები

საგარეჯოში ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა

როგორც Knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მერისა და ზარალის შემსწავლელი კომისიის წარმომადგენლები სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან.
,,ძლიერმა ქარმა ქალაქ საგარეჯოსა და სოფლებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი, წააქცია ხეები, ასევე დააზიანა საახალწლო განათებები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების თანამშრომლები კომისიის წევრებთან ერთად სოფლებში არსებული მდომარეობას სწავლობენ. ამ დროისათვის გაწმენდილია ქუჩები და ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება”, – განუცხადა knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილმა.