ახმეტაში დაკავებულ პანკისელ ზურაბ იდოიძეს ბრალი წაუყენეს
მას პროლურატურა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებას ედავება. როგორც მისმა ადვოკატმა დავით მოდებაძემ knews.ge-ს განაცხადა, იდოიძე კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
”ზურაბ იდოიძეს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს. ვნახე დაკავებული, კვლავ დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას არ სურს,რომ საჯაროდ განცხადება გააკეთოს “, – განუცხადა knews.ge-ს დავით მოდებაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა პანკისის ხეობაში მცხოვრები ზურაბ იდოიძე ახმეტაში 2018 წლის 9 იანვარს დააკავა. სოფელ ომალოში ბრალდებულის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.