ძლიერმა ქარმა კახეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა
სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.ადგილებზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდა.
,,ქარი ღამის პირველი საათისთვის ამოვარდა, მაგრამ გაძლიერდა დაახლოებით 4 საათისთვის. მოგლეჯილია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, არ გვაქვს ელექტროენერგია და ინტერნეტი”, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა ნანა შავლიაშვილმა.
სტიქიამ ზიანი მიაყენა ახმეტის მუნიციპალიტეტსაც. როგორც knrews.ge-ს ახმეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა, ქარმა ქალაქის ცენტრში მოგლიჯა ხე, რომელიც ძველი კინოთეატრის შენობას დაეცა.
“ახმეტაში სერიოზული ზარალი არ არის. ხე დაეცა ძველი კინოს შენობას, თუმცა სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. რამდენიმე ადგილას დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ელეტქროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია”, – განუცხადა knews.ge-ს სოსო ქარუმაშვილმა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
თელავი, სოფელი შალაური