თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა
ინფორმაციას ამის შესახებ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ავრცელებს. დღეს მიმდინარეობდა მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყნის კლინიკაში გადაყვანის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. როგორც knews.ge–ს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მერგოშვილის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ.
„ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახმეტდ ჩატაევს არ იცნობდა. დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა თურქეთის კლინიკაში და არ დაგვცალდა“, – განუცხადა knews.ge-ს მედიკო მარგოშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია 26 დეკემბერს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს.