პანკისის სოფელ ომალოს ერთ–ერთი მაცხოვრებლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
არსებული ინფორმაციით, ისინი სოფლის ერთ–ერთი მაცხოვრებლის სახლში ჩხრეკას ატარებენ. ინფორმაცია knews.ge–ს სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა, სულხან ბორძიკაშვილმა მიაწოდა. ბორძიკაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სოფელ ომალოს ერთ–ერთი მცხოვრები დღეს ახმეტაში დააკავეს.
„სოფელ ომალოს ერთ–ერთი მაცხოვრებლის სახლში ჩხრეკის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ერთ–ერთმა ადგილობრივმა მომაწოდა. ინფორმაცია სამ სხვადასხვა პიროვნებასთან გადავამოწმე. ყველამ დაადასტურა ეს ინფორმაცია. როგორც გავიგე, დღეს სამართალდამცავებმა ახმეტაში დააკავეს ის პიროვნება, რომლის სახლშიც ჩხრეკა მიმდინარეობს. გზა არის გადაკეტილი სოფლის შესასვლელში“, – განუცხადა knews.ge–ს სულხან ბორძიკაშვილმა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა მიზეზით მიმდინარეობს აღნიშნული ოპერაცია.