სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ გიორგი დარჩიაშვილს ერთი თვეა ეძებენ
„როგორც ოჯახის წევრებისგან ვიცით, გიორგი მარტყოფის მამათა მონასტერში ხშირად მიდიოდა ხოლმე, რის გამოც ის აღარ მოუკითხავთ. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ის მონასტერში არ მისულა“, – განუცხადეს knews.ge–ს გიორგი დარჩიაშვილის მეზობლებმა.
გიორგი დარჩიაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, მომხდარ ფატქზე ინფორმაციას ფლობენ სამართალდამცავები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადო ღონისძიებებს არ ახორციელებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს. შსს–ში დარჩიაშვილის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
როგორც knews.ge–ს უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, რომლებშიც ჩართულები არიან სამართალდამცავები.