ზემო კაჭრეთში 90 წლის ქალმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო
გავრცელებული ინფორაციით, მოხუცმა თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მოტივი უცნობია.
როგორც knews.ge–ს ადგილობრივებმა განუცხადეს, თოკზე ჩამოკიდებული მოხუცი ოჯახის წევრებმა ნახეს.
“როგორც გავიგე, ქალმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც სახლში მარტო იყო. მოულოდნელი იყო ეს ამბავი”, – განუცხადეს knews.ge–ს სოფელ ზემო კაჭრეთის მაცხოვრებლებმა.
როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.