საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება
უკვე ცნობილია, რომ არჩევნებისთვის 39 მილიონ 136 ათასი ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ დადგენილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
,,შრომის ანაზღაურებას 16 მილიონ 917 ათასი ლარი მოხმარდება, საქონელსა და მომსახურებაში 8 მილიონ 928 ათასი ლარი დაიხარჯება, სხვა ხარჯებისთვის კი გამოყოფილია 12 მილიონ 365 ათასი ლარი,” – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.