ახმეტის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე დაამტკიცეს
ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვისა და დამტკიცების თარიღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
,,რომ ეკითხათ ვეტყოდთ, რომ დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის გარდა, ჩვენი თხოვნაა, რომ გამოყონ გარკვეული თანხა, რომელიც მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. მათ უნდა იზრუნონ სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე“, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას ზაქრო ვალაშვილი.
მოსახლეობის გარდა, ოპოზიციას კითხვები აქვს აიპი ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხზე. ახმეტის ვიცე მერი ზაზა მიგრიაული კი ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს, ერთობლივად განიხილონ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და იმსჯელონ მათი მოგვარების გზებზე.