კახური ღვინო “ხოხბის ცრემლები” მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის დასახელდა
ჟურნალისტი ელინ მაქქოი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების შესახებ წერს, რომელთა ღირებულება 50 დოლარზე ნაკლებია.
ის სტატიაში საუკეთესო ღვინოების შესახებ საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ქართული რქაწითელის სახეობის ღვინოზე “ხოხბის ცრემლები”.
“ფორთოხლისფერ ღვინოს კლასიკური გემო აქვს და იგი უნდა დააგემოვნოს ყველამ, რომელსაც ოქსიდაციური და უნიკალური ღვინის დაგემოვნება სურს. რქაწითელი ღვინდება ქვევრში, ანუ თიხის ამფორებში 6 თვის განმავლობაში. ეს ღვინო კახეთში, ბოდბისხევის ვენახების ყურძნისგან იწურება.ზოგიერთი მწერალი ფიქრობს, რომ რქაწითელი პირველი ვაზია, რომელიც ნოემ, წყალდიდობის შემდეგ დარგო”, – წერს ელინ მაქქოი.