კახეთში ელექტროენერგია გაძვირდა
ტარიფის ზრდა ეხება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ სექტორს.
“საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დაადგინა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12 თეთრისა, განისაზღვრა 14 თეთრით. ასევე 101 კილოვატიდან 301 კვტ. საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16 თეთრისა, განისაზღვრა 18 თეთრით, ხოლო 301 კვტ საათიდან მომხმარებლები კი 21 თეთრის მცავლად განისაზღვრა 22 თეთრს გადაიხდიან. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 14 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე – 16 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე – 21 თეთრს. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება”, – განაცხადეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი პირველი სექტემბრიდანაც გაუძვირდა. დენის ტარიფის მომატების მიზეზად კახეთის ენერგოდისტრიბუციის გაყიდვა სახელდებოდა.
ადგილობრივი მოსახლეობა მოსალოდნელ ცვლილებაზე ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს. ისინი ამბობენ, რომ თუ ელეტქროენერგიაზე ტარიფი კიდევ მოიმატებს, ცვლილება მოსახლეობას ფინანსურად დააზარალებს.
,,პირველად გავიგე დენის ტარიფების გაძვირების შესახებ. ახლა საფასურის გაზრდის შესაფერისი დრო არ იყო, ზამთარია და ხალხს ისედაც ძალიან უჭირს ფინანსურად. ბევრი ოჯახი დენის პლიტებით თბება. როგორ შევძლებთ ამდენი გაზრდილი კომუნალურების ხარჯის დაფარვას”, – განუცხადა knews.ge-ს ქალაქ თელავში მცხოვრებმა სოფო მოდებაძემ.
ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.