სიღნაღის საკრებულოში კიდევ 2 ფრაქცია დარეგისტრირდა
როგორც knews.ge-ს საკრებულოს აპარატის უფროსმა, მალხაზ მოლაშვილმა განუცხადა, “ქართული ოცნება-მრეწველებს” გიორგი ჯანყარაშვილი უხელმძღვანელობს “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე კი გელა ლეკიაშვილი იქნება.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ და „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ გარდა, კიდევ ორი ფრაქციაა, რომლებიც საკრებულოს პირველივე სხდომაზე შეიქმნა. ფრაქცია “ქართულ ოცნების” თავმჯდომარე ვანო მირიანაშვილია, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი ბაბაკაშვილი ხელმძღვანელობს”, – განუცხადა knews.ge–ს მალხაზ მოლაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 14 მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული 15 წევრია. “ქართულ ოცნებიდან” საკრებულოს წევრია 23 დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობიდან“ – 4, “ევროპული საქართველოდან” – 1 და “პატრიოტთა ალიანსიდანაც” – ერთი.