ახალი ამბები

სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შიდა და გარე სამუშაოები. 

„არსებული, ერთსართულიანი ამორტიზებული შენობა რამდენიმე წლის წინ დაიხურა. პროექტის ფარგლებში ძველი შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ადგილას შენდება ორსართულიანი საბავშვო ბაღი, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი სკოლამდელი განათლების მისაღებად. სამუშაოების დასრულების შედეგად 80-ზე მეტი აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება“, – განუცხადეს knews.ge–ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.