კახეთის მუნიციპალიტეტებში საშობაო ალილო გაიმართა
ალილოს მონაწილეებმა გურჯაანის მოსახლეობას შობის დღესასწაული ტრადიციულად წელსაც მიულოცეს. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და მათმა მოადგილეებმა. საშობაო ალილო გაიმართა დედოფლისწყაროშიც. ქრისტეს შობის ღამისთევის სადღესასწაულო მსახურება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ღვთისმსახურებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდნენ. ღამისთევის მსახურება დედოფლისწყაროს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.
2018 წლის შობის ბრწყინვალე დღესასწაული ტრადიციულად აღნიშნეს ახმეტის მუნიციპალიტეტში. ქალაქ ახმეტაში ჯვარპატიოსნის ტაძრის მრევლის, მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელების, თანამშრომლების და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო მსვლელობა “ალილო”. ყველა მუნიციპალიტეტში საშობაო მსვლელობის დროს შეგროვილი პროდუქტი გადაეცემა სოცილაურდა დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს.
„ჩვენთან ყოველწლიურად ტარდება ალილო. საშობაო მსვლელობის დროს შეგროვილ პროდუქტს გადავცემთ სოცილაურდა დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. ფულადი თანხა კი ჩაირიცხება ქალაქ ახმეტის ცენტრში მშენებარე წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარ ქსნისერისთავების სახელობის მშენებარე ეკლესიის ფონდში“, – განუცხადეს knews.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საშობაო ალილოს მსვლეობა ყოველწლიურად 7 იანვარს მთელი საქრთველოს მასშტაბით იმართება და მას საქველმოქმედო ხასიათი აქვს.