ახალი ამბები

თელავში საშობაო საქველმოქმედო მსვლელობა გაიმართება

საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სანტას ფორმაში ჩაცმული ბაიკერები. ისინი ესტუმრებიან თელავში არსებულ სავაჭრო ცენტრებს, რომლებიც საშობაო ტკბილეულს გადასცემენ. შეგროვებულ ნუგბარს კი, საშობაო ალილოს ბაიკერები გრემის ბავშვთა სახლს გადასცემენ.

,,საშობაო ალილოს ბაიკერები 2018 – ის მოტო-კოლონა ვესტუმრებით ყველა სავაჭრო ცენტრს, სუპერმარკეტს და კერძო კომპანიას, რომლებიც დაგვახვედრებენ საშობაო საჩუქრებს. ბევრი საჩუქრით და საშობაო ჯადოსნური განწყობით ვესტუმრებით გრემის ბავშვთა სახლს და ვაჩუქებთ დაუვიწყარ დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, რომლებიც უნდა შეიკრიბნენ თელავის თეატრის მიმდებარე ტერიატორიაზე 7 იანვარს, 11:00 საათზე”, – აღნიშნავენ ბაიკერები.

საშობაო საქველმოქმედო მსვლელობა გასულ წელსაც გაიმართა.

 

ფოტო: თელავის ექსტრემალთა სპორტული კლუბი