თემირლან მაჩალიკაშვილი შესაძლოა ავსტრიის კლინიკაში გადაიყვანონ
დაჭრილის ექიმის, ზაზა ლურსმანაშვილის განცადებითით, დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ ამ დროისთვის კლინიკას თავისუფალი ადგილი არ აქვს.
„ავსტრიის კლინიკაში სავარაუდოდ უახლოეს საათებში უნდა გამოჩნდეს ტავისუფალი ადგილი და დადგება პაციენტის ტრანსპორტირების საკითხი“, – განაცხადა knews.ge-სთან ექიმმა.
რაც შეეხება მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირებას, იღებს თუ არა ავსტრიის კლინიკა ამის თაობაზე პასუხისმგებლობას, ექიმი ინფორმაციას არ ფლობს.