გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა დაზიანებით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.