თელავის მერიამ 42 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც Knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა 13 იანვარს იწურება.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განცხადების გადარჩევას, ზეპირი დავალების მომზადებასა და გასაუბრებას მოიცავს.
,,კონკურსი გამოცხადებულია 24 ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მერის წარმომადგენლის შესაჩევად, ასევე ვაკანტურია იურიდიული სამსახურის უფროსის, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, შიდა აუდიტის სამსახურის აუდიტის განყოფილების უფროსის, შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსის, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსის, ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის, საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის -საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, იურიდიული სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების, საქმის წარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, შიდა აუდიტის სამსახურის აუდიტის განყოფილების უფროსი სპეციალისტის და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსის პოზიციებზე. გარდა ამისა, კონკურსი, ასევე, გამოცხადებულია ქალაქ თელავის ადმინისტრაციულ 5 ერთეულში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე’’,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მერიაში.
ვაკანტურ ადგილებზე თანამდებობრივი სარგო 600 ლარიდან 1490 ლარამდეა.
,,საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად პირს ბაკალავრის ხარისხი და 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვება. საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად საჭიროა 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. პირთა გამოსაცდელი ვადა 12 თვეა’’, – განაცხადეს თელავის მერიაში.