პანკისში დაჭრილ თემირლამ მაჩალიკაშვილს საზღვარგარეთ უმკურნალებენ
საავადმყოფოს ექიმის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, კონსილიუმი საქართველოს საზღვრებს გარეთ შესაბამისი კლინიკის მოძიებასა და ამ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე შეთანხმდა. მისივე ინფორმაციით, შესაბამის კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს.
,,რისკების შეფასებით, შევთანხმდით, რომ მოიძებნოს შესაბამისი კლინიკა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ რეჟიმში იზრუნებს. შემდეგ გავუგზავნით ამ კლინიკას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მას გადაიყვანენ”, – განუცხადა knews.ge-ს ზაზა ლურსმანაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მისი შვილის გადასაყვანად კლინიკები ავსტრიაში, ისრაელსა და გერმანიაში აქვს შერჩეული.
მისივე ინფორმაციით, ნათესავებიც მუშაობენ სხვა კლინიკების შერჩევაზე.