გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება 5 პირს მიენიჭა
აღნიშნული პირები გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ბიურომ გამოავლინა.
,,საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი სიგელები გადაეცათ ტელეკომპანია გურჯაანის დამფუძნებელს თამარ აბელაშვილს, ანსამბლ “გურჯაანის” დამფუძნებლებს ავთანდილ და ძაბული გურგენიძეებს, ექიმ ზაზა იმერლიშვილს, პედაგოგ ნათელა ყაჭიაშვილს და არტისტს, მუსიკოსს, ფოლკლორისტს და ხელოვნებათმცოდნეს გია ბაღაშვილს. ისინი საზოგადო საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილის შეტანისთვის დაჯილდოვდნენ”,- განუცხადეს knews.ge-ს დეპუტატის ბიუროში.