საგარეჯოში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა სრულდება
სამუშაოები თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე მიმდინარეობს. როგორც knews.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისათვის, დარჩენილია ხიდზე ასფატლო-ბეტონის საფარის დაგება და ხიდთან მისასვლელი ყრილის მოწყობა. პროექტით გათვალისწინებულია 35 მ სიგრძის ხიდის მშენებლობა.
ხიდის სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 634 400 ლარია.
„ხიდი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურსა და მანავს შორის მდებარეობს. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება. ახალ სახიდე გადასასვლელზე საგარეჯოს მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“, – განუცხადეს როგორც knews.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.