თელავის 2018 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა 15 იანვარს გაიმართება
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ტარიელ გალახვარიძემ განუცხადა, მთავარი საფინანსო დოკუმენტი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დასამტკიცებლად 29 იანვრამდე უნდა წარადგინონ.
„უკვე ცნობილია, რომ მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი 10 იანვრამდე უნდა წარუდგინოს. თუ საკრებულოს ექნება შენიშვნები, წარმომადგენლობითმა ორგანომ მერიას 15 იანვრამდე უნდა დაუბრუნოს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა 15 იანვარსაა დაგეგმილი. ბიუჯეტი დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე 29 იანვრამდე უნდა გავიდეს“, – განუცხადა Knews.ge-ს ტარიელ გალახვარიძემ.
თელავის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში ამ დრომდე არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენი ლარით განისაზღვრება ადგილობრივი ბიუჯეტი და რა იქნება მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები.