ახალი ამბები

სიღნაღის საკრებულოს წევრებმა ხელფასის 50%-ით 340 ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია ხატიაშვილმა განუცხადა, საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველმა და გაჭირვებულმა ოჯახებმა მიიღეს. 
,,ჩემი ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, საახალწლოდ საქველმოქმედო აქცია ჩავატარეთ. იმ ოჯახებს, რომლებიც გაჭირვებულები არიან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და ქალაქ წნორში გადავეცით საახალწლო პაკეტები. საჩუქრები საკრებულოს თანამშრომლების ხელფასების ნაწილით შევიძინეთ. დაახლოებით 10 000 ლარი შეგროვდა. დაგვრჩა 800 ლარამდე და აღნიშნული თანხით ვგეგმავთ შობისთვის მსგავსი ღონისძიების ჩატარებას’’,- განუცხადა knews.ge-ს ილია ხატიაშვილმა.