საგარეჯოში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მათი ინფორმაციით, შეჯახება ისე ძლიერი იყო, რომ მანქანაში მჯდომი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც KNEWS.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.