ახალი ამბები

შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყება

სამუშაოებს კომპანია RMG-ის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ა(ა)იპ „ფონდი ძველი შუამთა“ განახორციელებს.
,,შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ფონდი უზრუნველყოფს მიწის სამუშაოებისასგამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების განლაგების სქემისა და ცალკეული ობიექტების ანაზომების, ასევე გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიული ჭრილების მომზადებას, გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას. აღნიშნული სამუშაოები ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დაასრულოს. თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და ალავერდის ეპარქია ზედამხედველობას გაუწევენ მიმდინარე სამუშაოებს”, – აცხადებენ ფონდში.
ამ ეტაპზე შუამთის მონასტრის არქეოლოგიური კვლევისათვის კომპანია RMG 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაოებს აფინანსებს.