ახალი ამბები

Financial Times-მა საქართველო ძირითად ტურისტულ მიმართულებებში შეიყვანა

,,თქვენ ნახავთ თოვლიანი მწვერვალებს, საუცხოო ღვინოს, ვენახებს, უძველეს ათასწლოვან ეკლესია-მონასტრებს და დატკბებით ქართული სამზარეულოს კერძებით. საქართველოს, ეპიკური მთიანი პეიზაჟების გარდა, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: აქ, ამ უძველეს სახელმწიფოში თავიანთი კვალი დატოვეს არაბებმა, სპარსელებმა, თურქებმა, რუსებმა, ჯვაროსანმა რაინდებმა და “აბრეშუმის დიდი გზის” სავაჭრო ქარავნებმა”, – ნათქვამია სტატიაში.