თელავის მუნიციპალიტეტი 2018 წელს ძველი ბიუჯეტით შეხვდება
„ვერ გეტყვით რამდენი ლარით განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი. ამ საკითხზე მიმართეთ ადმინისტრაციას“, – განუცხადა knews.ge–ს თელავის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ნათია ვაყელიშვილმა.
ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი, როდის წარუდგენს თელავის მერია საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს. წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის უფროსის, ტარიელ გალახვარიძის ინფორმაციით, საკრებულო ბიუჯეტს, სავარაუდოდ, 2018 წლის იანვრამდე დაამტკიცებს.
„ჯერჯერობით უცნობია როდის წარუდგენს მერია საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს და როდის იქნება მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა. ვადები, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან სამი თვის ვადაში უანდა იქნას მიღებული ადგილობრივი ბიუჯეტი. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტს, სავარაუდოდ, 2018 წლის იანვრის ბოლომდე დაამტკიცებს“, – განუცხადა knews.ge–ს ტარიელ გალახვარიძემ.