ახალი ამბები

თელავში სპეცრაზმია მობილიზებული

,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სპეცრაზმი ერთ-ერთ ობიექტზე განთავსდა. ამ დროისთვის უცნობია, რა მიზანს ემსახურება სპეცდანიშნულების ძალების მობილიზება.

შეგახსენებთ, რომ თელავში, ალაზნის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი 26 დეკემბერსაც გამოჩნდა, რომელიც სპორტკომპლექსის შენობაში განთავსდა. მაშინ ქალაქი სპეცრაზმმა გამთენიისას დატოვა.