თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს
კონკურსის თემა იყო ნახატების მომზადება ბიბლიურ თემებზე. I ადგილი აიღო გიორგი კიკვაძემ, II ადგილზე გავიდა ანი ნადირაძე, ხოლო III ადგილის მფლობელები გახდნენ რუსუდან ჟონჟოლაძე და სალომე ჩაველაშვილი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის კი თელავის სამხატვრო სკოლას და პედაგოგ ლია ხელაშვილს სიგელი გადაეცა.