პანკისში სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს
ინფორმაციას სააგენტო “რეგინფო” ავრცელებს. სპეცოპერაცია პანკსის ხეობაში დილის 4 საათიდან მიმდინარეობდა, რომელშიც, დაახლოებით, 50 სპეცრაზმელი მონაწილეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში პანკისის სოფელ ომალოში ბადო ჩოფანაშვილი დააკავეს, რომლისგანაც დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს. ასე დაკავებულები არიან ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები. მათ, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის ჯგუფთან კავშირს ედავებიან.
არსებული ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიებები 22 ნოემბერს, თბილისში კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის ჩატარებას ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
სუს–ის ინფორმაციით, 21–22 ნოემბერს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი, მათ შორის ახმეტ ჩატაევი, ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.