თურქეთში პანკისელი კანონიერი ქურდი მოკლეს
აღნიშნული ინფორმაცია knews.ge–ს მოკლულის ბიძაშვილმა მაკა ალხანაშვილმა დაუდასტურა, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ალხანაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოდანაა, თუმცა მისი მშობლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის რესტორანში მყოფ ალხანაშვილს უცნობმა პირმა დაურეკა, გარეთ გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში 4 ტყვია ესროლა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„დათოს მკვლელობის შესახებ გუშინ გავიგეთ. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ დაზუსტებით ამ ეტაპზე არაფერი არ ვიცით. დაზუსტებით ის ვიცი, რომ მისი ცხედრის გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია“, – განუცხადა knews.ge–ს მაკა ალხანაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალხანაშვილს ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი და მასზე ე.წ. “კანონიერი ქურდის”, ზაქარია კალაშოვის, იგივე “შაქრო მოლოდოის” გარემოცვამ შური იძია.