გურჯაანის საკრებულოში 5 ფრაქციაა დარეგისტრირებული
როგორც knews.ge-ს გურჯაანი საკრებულოს აპარატი უფროსმა, თინათინ ბერიძემ განუცხადა, ,,ქართული ოცნება-მრეწველებს,, არაშენდის დეპუტატი, ვაჟა მამისაშვილი ხელმძღვანელობს,,ქართული ოცნება-კონსერვატორებს” – მმართველი პარტიის სიის მეექვსე ნომერი ზაზა თოდაშვილი. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა გიორგი მაჭავარიანი, „გურჯაანის“ – ნიკა ნიჟარაძე; „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ – ვალერი ბარნაბიშვილი.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 ფრაქციაა რეგისტრირებული. ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” 24 წევრია, „ქართული ოცნება–მრეწველებში“ საკრებულოს 4 წევრი გაერთიანდა, „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ შემადგენლობაშიც 4 დეპუტატი შევიდა. ფრაქცია „გურჯაანში“ 3 დეპუტატია გაწევრიანებული, ხოლო “ევროპულ საქართველოს შემადგენლობაში 5 დეპუტატია”, – განუცხადა knews.ge–ს თინათინ ბერიძემ.