თელავში ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის აქცია იგეგმება
,,თელავის ევროპული კლუბის” წევრების განცხადებით, ნივთები, ტანისამოსი და ტკბილეულის შეგროვება 28 დეკემბრამდეა შესაძლებელი.
,,თელავის ევროპული კლუბი”, რომელიც აერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს გეგმავს ახალი წელი მიულოცოს და ერთი დღე გაულამაზოს კურდღელაურში არსებულ ბავშვთა სახლს. ტკბილეულისა და სხვა ნივთების გარდა, ვაგროვებთ თბილ ტანისამოსს 8 -16 წლის გოგონებისა და ვაჟებისთვის. შემოწირულობების მიტანა შესაძლებელია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ: 557403308″, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ექსეულიძემ.
“თელავის ევროპული კლუბი” ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს ინიციატივით ჩამოყალიბდა.
ფოტო: UNICEF