თელავის საკრებულოში კიდევ 3 ფრაქცია შეიქმნა
როგორც knews.ge–ს საკრებულოს აპარატის უფროსმა, ტარიელ გალახვარიძემ განუცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნება–მრეწველებს“ ტიტე დარეჯანაშვილი უხელმძღვანელებს, „ქართული ოცნება–კონსერვატორებს“ – მაია მარკოზაშვილი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კი ალექსი ძულიაშვილი იქნება.
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ 3 ფრაქცია დარეგისტრირდა. ფრაქცია „ქართული ოცნება–მრეწველებში“ საკრებულოს 3 წევრი გაერთიანდა, „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ შემადგენლობაშიც 3 დეპუტატი შევიდა, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ 5 წევრი იქნება. გარდა ამისა, საკრებულოში მოქმედებს ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომელსაც დეპუტატი ლევან ლილუაშვილი ხელმძღვანელობს. ფრაქციაში გაწევრიანებულია 12 დეპუტატი“, – განუცხადა knews.ge–ს ტარიელ გალახვარიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექის მიხედვით, ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 20 მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული 15 წევრია. ,,ქართულ ოცნებიდან“ საკრებულოს წევრია 27დეპუტატი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ – 5, ,,ევროპული საქართველოდან“ – 2, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ კი – ერთი.