ლაგოდეხში საახალწლო განათებების დამონტაჟება მომავალ კვირაში დაიწყება
როგორც knews.ge–ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა განუცხადა, განათებების, საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად და ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 500 ლარი გამოიყო. თამაზ ღონღაძის ინფორმაციით, 31 დეკემბერს ქალაქი ცენტრში გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომელიც 17 საათზე დაიწყება.
„საახალწლო განათებების დამონტაჯება მომავალ კვირაში დავიწყებთ. ნაძვის ხე ქალაქის ცენტრში 25 დეკემბერს დაიდგმება და საზეიმოდ, სავარაუდოდ, იმ დღესვე აინთება. განათებების და ნაძვის ხის შესაძენად დაიხარჯება 12 500 ლარი. 31 დეკემბერს დაგეგმილია გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები და ქორეოგრაფიული ანსამბლები. კონცეტზე მოწვეულია მუსიკალური ბენდი „შავი მაიმუნი“. გალა კონცერტისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 10 000 ლარი. საახალწლო ღონისძიებებისთვის, ჯამში, 22 500 ლარი დაიხარჯება“, – განუცხადა knews.ge–ს თამაზ ღონღაძემ.