ახალი ამბები

საჯარო მოხელეები შესაძლოა, ხელმძღვანელის პირადი შეხედულების საფუძველზე გათავისუფლდნენ

რეგიონის განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლოლაძის განმარტებით, საჯარო მოხელეები შესაძლოა, ხელმძღვანელის პირადი შეხედულების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
„ახალი რეგულაციის მიხედვით, დაცული გახდა საჯარო სამსახური და საჯარო მოხელეები. ნებისმიერი საჯარო მოხელის გათავისუფლება შეუძლებელი იქნება თუ მან არ ჩაიდინა მძიმე დისციპლინარული გადაცდომა და ზედიზედ ორჯერ მიიღო უარყოფითი შეფასება. კანონის მიხედვით განისაზღვრა, რომ სამსახურის უფროსმა უნდა შეაფასოს საჯარო მოხელე. მიუხედავად საჯარო მოხელის დაცვის გარანტიისა, შესაძლოა ხელმღვანელმა საჯარო მოხელე შეაფასოს არა კანონის დაცვით, არამედ პირადი შეხედულების საფუძველზე, რაც შეიძლება გახდეს მისი გათავისუფლების მიზეზი. ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეს შეუძლია შეფასების პროცესში მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი და ისიც მონაწილეობდეს ამ შეფასებაში,“ – განუცხადა knews.ge–ს ნინო ლოლაძემ.